ახალი ამბები პოლიტიკა

“იმედს ვიტოვებ, მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს” – წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, სადაც ამბობს, რომ “ეს იქნება მორიგჯერ ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ…”

“ისე თუ მოხდა, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასჯელის აღსრულების გადავადება საფუძვლიანად არ მიიჩნია, ნაციონალური მოძრაობა მორიგჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას, იქნება ეს 29-ში, 28-ში თუ შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ეს ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს იქნება მორიგჯერ ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ, რათა რამე გამოუვიდეთ. იმედს ვიტოვებ, მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს. ხელმოცარული პოლიტიკოსები დაკავებული არ იქნებიან მისი ბედით თამაშით და დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით, მოწყობით, თუ ესეც გვიანი არ არის,” – თეა წულუკიანი

იტვირთბა....