ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან პირობებს ქმნის უკრაინაში მეორე შეტევისთვის

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან პირობებს ქმნის უკრაინაში მეორე შეტევისთვის.

“მოსკოვი ამზადებს საფუძველს მოქმედების ახალი, ყველაზე საშიში კურსისთვის – განახლებული შეჭრა ჩრდილოეთ უკრაინაში, რომელიც, შესაძლოა, მიმართული იყოს კიევზე. ეს, შესაძლოა, იყოს რუსული საინფორმაციო ოპერაცია ან ასახავდეს პუტინის ნამდვილ განზრახვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ს თანახმად, ბოლო 72 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთით და სამხრეთით ტაქტიკურ გამარჯვებებს მიაღწიეს. ამასთან, რუსული ჯარები აგრძელებენ თავდაცვითი პოზიციების აღჭურვას ხერსონის მარცხენა სანაპიროსა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, სამხრეთ უკრაინაში კი თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ.

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, კრემლი აძლიერებს ცენზურას რუსეთის სამხედრო ექსპანსიისა და მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ შეშფოთების შესაჩერებლად. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა.

იტვირთბა....