მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა – პრეზიდენტის დედა სასამართლო პროცესების სწრაფად ჩატარებას ითხოვს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოჯახმა შესაძლოა, მოითხოვოს და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა დააჩქაროს.
“სასამართლო უნდა ჩაინიშნოს ზედიზედ და დღეში 2-ჯერ უნდა ჩაინიშნოს მე რომ მკითხოთ. მით უმეტეს, რომ ის ტოქსიკოლოგი არის კალიფორნიიდან და 12-საათიანი განსხვავებაა ჩვენს შორის. ის ადამიანი ვერ გაათენებს და 12 წლის ბიჭის არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა, იჯდა და პერსპექტივაშიც არ ჩანდა, რომ მას ვინმე ჩართავდა. ევროსასამართლო – ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიძრას ეს საქმეც, როგორც გადაუდებელი შემთხვევა”,– ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერსაა ჩანიშნული. პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძე ამერიკელი ტოქსიკოლოგს, დევიტ სმიტის პოზიციას მოისმენს