aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 58 დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მხრიდან ხერსონის ცენტრის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 58 კი დაშავდა.

ქალაქის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის რაც ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებაა.

“სოციალური ქსელები, სავარაუდოდ, ამ ფოტოებს “სენსიტიურ შინაარსად” მონიშნავენ. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი – ეს არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება.

ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს რუსული სამყაროს შემოტანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები, ეს არ არის ომი დადგენილი წესებით, ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნებისთვის.

მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით”, – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....