უჯარმის ციხესთან გუშინ საღამოს ავარია მოხდა-ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი გომბორში ცხოვრობდნენ. ასევე არიან დაშავებულები, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქე მიიყვანეს, მათგან ერთი – 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენ ორს კი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.