ენმ-ს თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა თვითმმართველ ორგანოში მიხეილ სააკაშვილის ბანერი გაშალეს და საქართველოს პრეზიდენტს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს.
სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს დეპუტატმა, ზვიად კუპრავამ სამარცხვინო უწოდა გუშინდელი სასამართლოს შემდეგ, მმართველი პარტიის წევრების გამოსვლებსა და ქილიკს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„სამარცხვინო იყო გამოხმაურებები განსაკუთრებით კობახიძის მხრიდან, რომ თითქოს სიმულირებს და წვერგაუპარსაობაზე ამახვილებდა ყურადღებას ეს წვერგაპარსული ნაძირალა” , – განაცხადა ენმ-ს წევრმა, ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას.