“კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი და პარტია “ახალის” პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი ყვება, რომ პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ, მას საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა სახეში დაარტყა. ნიკა კვიტატიანს ამ დროისთვის, საავადმყოფოში გამოკვლევებს უტარებენ.
“მეორე ღამე გავათენეთ მშვიდობიანად, ვაპროტესტებდით, როდესაც გამოვიდნენ და უკვე უკან დახევა როცა მიმდინარეობდა, პოლიცია როცა გვაწვებოდა, ჯერ იყო პირველი გოგა მემანიშვილმა როდესაც დამინახა ეგრევე სახეში დამარტყა ხელი, რასაც მოყვა მერე დაპირისპირება, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე იყო ნიკა მელიას დაკავება [დაკავების მცდელობა], მანდაც მოვხვდი მე, მანდაც ჭიდაობა და მოულოდნელად, არ ვიცი რა იყო, რის გამო გავხდი ცუდად და მოუწიათ ჩემი გადმოყვანა საავადმყოფოში იმიტომ, რომ სუნთქვა და წელის ტკივილები მაწუხებდა. გადამიღეს, პასუხს ველოდები და ორი საათის მერე კიდევ უნდა გადამიღონ,” – განაცხადა ნიკა კვიტატიანმა.