ახალი ამბები

“ცნობილია, რა უნდა გააკეთონ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას…გააუქმონ კანონი გამჭვირვალობის და საოჯახო ღირებულებების შესახებ” – ევროპარლამენტარი “ოცნებას”

გამოიძიეთ საარჩევნო დარღვევები და გააუქმეთ რუსული კანონი – ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებს მოუსმინონ.

ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე “ოცნხების” ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ სწორედ ეს ნაბიჯები განსაზღვრავს შემდეგ ნაბიჯებს საქართველოსთან.

საერთაშორისო და ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა დაადგინეს პროცედურული შეუთავსებლობები. ამომრჩევვლის ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა მაღალი პოლარიზაციის მქონე სააარჩევნო გარემოში. გენერალური პროკურორისგან და სხვა უწყებებისგან ველოდებით, რომ სწრაფად გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანი იქნება, რომ განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები საქართველოსთან. საბოლოო ჯამში, შეინიშნება ძალიან შესამჩნევი უკუსვლა რეფორმების განხორციელების და 9 პირობის შესრულების კუთხით. საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილია, რა უნდა გააკეთონ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას. გააუქმონ კანონი გამჭვირვალობის და საოჯახო ღირებულებების შესახებ და უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხსირ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ უფლებებს”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

იტვირთბა....