ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერას უცხადებს

“მინდა, გამოვეხმაურო ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველას, ვინც გახდით ასეთი ზეწოლის, დანაშაულის თუ ბულინგის ობიექტი” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყველამ უდნა გაითვალისწინოს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მითუმეტეს როდესაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ თქვენთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს და მათაც მოვუწოდებ, რომ კეთილ ინებონ და ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად, ამაზე მაინც ამოიღონ ხმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....