ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილმა სააკაშვილის შეწყალების შანსი ხელიდან გაუშვა – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძე ექსპრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილის წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მარგველაშვილს ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის შეწყალების შანსი, თუმცა მან ის ხელიდან გაუშვა.

„გიორგი მარგველაშვილის წერილზე მინდა ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეეწყალებინა და ეს ბერკეტი გამოეყენებინა, ამიტომ ახლა მესმის ამ წერილის შინაარსი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ეს შანსი გაუშვა ხელიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....