საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გამორიცხვს რუსეთთან მტრულ რიტორიკას, რადგან ეს დადებით შედეგს არ აძლევდათ:
“რუსეთთან გამოვრიცხეთ მტრული რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა და დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს დადებითი დინამიკა იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს საკუთარი დასავლური ინტეგრაციის თაობაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რისკები თავიდან ავიცილოთ. თუნდაც ის, რომ გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, უკვე რაღაც მიღწევაა. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც კი შეიძლება, შეიქმნას დიალოგისათვის, გამოვიყენოთ, რათა რისკები შევამციროთ.
ვფიქრობ, რომ თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეს უკვე არის რაღაც მიღწევა. ეს არის უკვე გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, რისკები თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ განზომილებებში პოზიტიური დინამიკა არ გვაქვს, ვერანაირი დინამიკა ვერ იქნება საქართველოს მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების კუთხით რაიმე კომპრომისის ფონზე, იმიტომ რომ ასეთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იყოს პატივცემული ყველა მთავრობის მიერ, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ჩვენ, ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას დიალოგისათვის გამოვიყენოთ, რათა რისკები ამ მიმართულებით შევამციროთ და ჩვენს ქვეყანას მივცეთ განვითარების შესაძლებლობა”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.