საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სუორტმორის უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური წარმატებით დაასრულა.
ის 7 საუკეთესო კურსდამთავრებულს შორის მოხვდა.
ედუარდმა დიპლომი ერთდროულად მედიაკომუნიკაციებსა და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ედუარდმა სუორტმორის უნივერსიტეტში სწავლა აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ბილ კლინტონის რჩევით გადაწყვიტა. კლინტონმა ედუარს აღნიშნული რჩევა სადილის დროს მისცა.