ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი “გირჩის” წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში  მომავალ კვირაში “ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩის” წევრებთან შეხვედრა დააანონსა. კვირიკაშვილის განცხადებით,  შეხვედრის ინიციატივა “გირჩს” ეკუთვნის და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.

“მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის “გირჩი”. მათ გამოთქვეს სურვილი და მე სიამოვნებით შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება შევთანხმდეთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცეები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან, პოლემიკა სასარგებლოა ყოველთვის, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....