aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მრეწველთა ლიდერმა, გოგი თოფაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დეტალებსა  და იმ სქემაზე ისაუბრა,  რითიც რესპუბლიკელებმა არჩევნები საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერს, ირმა ინაშვილს, მოუგეს. თოფაძის თქმით, არსებული გეგმა იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, გამართულ თათბირზე გადაწყდა.

„ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ – განაცხადა თოფაძემ.

 

იტვირთბა....