ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუშინ რაგოზინი დონეცკში თავის დღეობაზე პურსა სჭამდა რესტარან “შეში-ბეშში”! ხოდა მოხვდა იმ გასიებულ სახალადეცე ბაშკაში, ცოტა ზურგში და ცოტაც დუნდულებში! – ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი საოცარი ემოციებით და საოცარი ამბებით მოვიდა დილიდან:
ისტორია დაიწერა გუშღამ! გავა ათწლეულები და ისტორიკოსები, დიპლომატები, პილიტიკოსები გაიხსენებენ პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლას ბახმუტიდან ვაშინგტონში, შეხვედრას თეთრ სახლში, გამოსვლას კონგრესში! ემოციები გაგვყვება ყველას პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრიდან, შემდეგ პრესკონფერენციიდან, შემდეგ კონგრესში დახვედრიდან, გამოსვლიდან და ფეხზე დამდგარი ხანგრძლივი ოვაციებიდან!
ცხადია, ძალიან კონკრეტული შედეგებიდან უმნიშვნელოვანესია, რომ ზელენსკი სახლში ხელდამშვენებული ბრუნდება: პატრიოტების სისტემის პირველი!!!!! ბატარეა წავა მალე უკრაინაში! რა არის უფრო კარგიო? 2 პატრიოტიო, ზელემ პრესკონზე უპასუხა!
გაუმარსების რაკეტები, ჭკვიანი ბომბები, ასეულ ათასობით ჭურვი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ეკიპირება – 1.85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება და კონგრესიდან 45 მილიარდი დოლარის გამოყოფის დაპირება!
ყველაზე მოკრძალებული ქილიკი რაც გამიგია, არის, რომ ზელე მსახიობია და არა პოლიტიკოსი! გუშინ ღამე ზელეს ჰქონდა ყველაზე მაგარი როლი! ამერიკელები ემოციური ხალხია, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსების გულების მოგებას სჭირდება განსაკუთრებული უნარები! ზელენსკიმ ეს უნარები უმაღლეს დონეზე გამოავლინა!
ჩავიდა ბახმუტიდან, მიიღო კონკრეტული სამხედრო დახმარება და წარმოუდგენელი პოლიტიკური მხარდაჭერა! ახალი წლიდან რესპები აიღებენ კონგრესს, სენატში კვლავ დემოკრატები იქნებიან! ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინას აქვს ორპარტიული სრული მხარდაჭერა!
ბრავო ზელენსკი! დიდება უკრაინელ ხალხს! დიდება ამერიკელ ხალხს!
“თქვენი დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის ინვესტიცია” – თქვა ზელენსკიმ კონგრესში!
“ჩვენ არ გთხოვთ თქვენი ჯარისკაცების ომში გამოშვებას! გარმწუნებთ, ჩვენი მებრძოლები ძალიან კარგად მართავენ საზენიტო სარაკეტო სისტემებს და შეიარაღებას! კარგად აითვისებენ ტანკებსაც და თვითმფრინავებსაც”!!!!
“ჩვენ გვაქვს მშვიდობის ფორმულა. შემოგვიერთდით; გავაგონოთ მსოფლიოს ამერიკის მტკიცე ხმა”!
“უკრაინის უჭირავს დაცვის ხაზი! უკრაინა არასდროს დანებდება”!!!!!
“რამდენიმე დღეში ჩვენ შევხვდებით შობას! შეიძლება სანთლის შუქზე, მაგრამ არა რომანტიზმის გამო, არამედ იმის გამო, რომ მილიონებს არ აქვთ დენი და გაატბობა! ეს ხდება რუსეთის მიერ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ტერორისტული შეტევების შედეგად. მაგრამ ჩვენ არ ვწუწუნებთ. ჩვენც გავივლით ჩვენს ომს ღირსეულად და წარმატებით. ჩვენ ვიზეიმებთ შობას. შეიძლება უშუქოდ, შეიძლება რუსებმა გვესროლონ რაკეტები და ირანული დრონები, მაგრამ მაინც ყველა ოჯახი დაჯდება მაგიდასთან და ისურვებს ერთ რამეს: გამარაჯვებას”!
“რუსები შეძლებენ გათავისუფლდნენ, როდესაც ისინი შეძლებენ დაამარცხონ კრემლი საკუთარ გონებებში”!!!!
“ეს ომი ვერ გადავადდება და ვერ გაიყინება. მომავალ წელს იქნება გადამწყვეტი შემობრნების წელი თავისუფლებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლაში”!!!
“რუსულმა ტირანიამ დაკარგა ჩვენზე კონტროლი და ვეღარასდროს მოახდენს ზეგავლენას ჩვენზე”!!!!
“უკრაინული დონბასი დგას”!
რა თქმა უნდა, ძნელი იყო ამ ყველაფრის უემოციოდ ყურება და გადმოცემა! წარმომიდგენია როგორი იყო ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა უკრაინელი ხალხისთვის, ვინც გმირულად იბრძვის რუსული ურდოს წინააღმდეგ!
“ბახმუტი არასდროს დაეცემა! ბახმუტი შეცვლის ამ ომის ტრაექტორიას” – ამ სიტყვებით დაუმთავრა ამბავი ბახმუტში პუტლერსაც, პრიგოჟინებსაც და შოიგუებსაც! გუშინ ძალიან მკაფიო იყო სხვაობა სამყაროებს შორის – ბაიდენის და ზელენსკის ფოტოები და კადრები თეთრ სახლში, გამოსვლა და ოვაციები კონგრესში ერთ მხარეს, და პუტლერი, შოიგუ, გებეშნიკური მაფია – მეორე მხარეს! ძალიან მარტივი იყო გარჩევა, სად არის სიკეთე და სად ბოროტება!
ფრონტის ხაზებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები იყო, მაგრამ გუშინ ჩვენებმა კარგად მიცხეს ბაზმუტის შემოგარენში ურდოს და ნაგავსაყრელზე გადადენეს! იქამც ჩატოვებენ ბოლომდე! კარგი ამბები წამოგვეწევა კრემენადან, მაგრამ დაველოდები ოფიციალურ დასტურს!
დესერტად, გუშინ რაგოზინი დონეცკში თავის დღეობაზე პურსა სჭამდა რესტარან “შეში-ბეშში”! ხოდა მოხვდა იმ გასიებულ სახალადეცე ბაშკაში, ცოტა ზურგში და ცოტაც დუნდულებში! გადარჩა, მარა კარგია რო გადარჩა – დიდხანს ემახსოვრება ეა დღეობა!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – დემოკრატიული სამყარო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდელი მტერს!

იტვირთბა....