უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე სამშობლოში წუხელ გვიან ღამით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკანიდან დროშებით დახვდნენ.
დაღუპულ მებრძოლს დღეს ქუთაისში მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ და სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მიხეილ თევდორაძე ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა, მისი დის ინფორმაციით, მებრძოლებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რომელიც ადგილზე თევდორაძემ მიიტანა, რა დროსაც მას სნაიპერმა ესროლა.
მიხეილ თევდორაძესთან ერთად დაიღუპა სერგი ქართველიშვილიც, რომლის ცხედრის გამოსვენებაც ვერ ხერხდება.
რთული მდგომარეობის გამო ბახმუტიდან ვერ გამოასვენეს ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი. ქალაქი ახლა ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.