ქალაქ დონეცკში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა.
როგოზინის თანაშემწე ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც სამხედრო მრჩევლები ცხოვრობდნენ. კიდევ ერთთი ინფორმაციით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.
დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია. დაჭრილები არიან მისი თანმხლები პირებიც, მათ შორის “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო. უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.