თბილისში, დიდ დიღომში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც მეზობლებმა განაცხადეს, დაკვამლიანების შედეგად მსუბუქად დაშავდა ხანდაზმული ქალი. მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
წყარო: “ინფო რუსთავი”