თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობისა, რუსეთმა მეზობლებთან ძმური ურთიერთობა ვერ დაამყარა.
რუსეთის პრეზიდენტმა “ტვინების გამორეცხვასა” და “რუსეთის დასუსტების” მცდელობაში დასავლეთი დაადანაშაულა და უკრაინა “მოძმე ერად” მოიხსენია:
“დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება. ისინი ამ საკითხზე წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთეთ, გვეგონა რომ ამ თითქოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილები გავხდებოდით. აღმოჩნდა რომ თურმე იქ არ გველოდებიან. პირადად მეც ვცდილობდი ეს მომხდარიყო, თუმცა არა.
მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს ჩვენს დასასუსტებლად, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები სამხრეთ კავკასიაში. მათ ეს ვერ მოახერხეს და ეს ისტორიის ეს მძიმე მომენტი გადავლახეთ. დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო. განსაკუთრებით უკრაინაში. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ.მთელი ინსტიტუციები აამოქმედეს.
ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ცბიერად და უნდა აღინიშნოს ეფექტურად მუშაობდნენ. არაფერი გამოვიდა- ვერ შევძელით. დღემდე ვფიქრობ რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია. ის რაც დღეს ხდება ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის – ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, რომელიც რუსეთის დეზინტეგრაციაში მდგომარეობს”, – განაცხადა პუტინმა.