ოზურგეთის მერიას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ფილების დაგებისას მიწისქვეშა გაყვანილობების მოწესრიგება დაავიწყდა, რის გამოც, ახლადდაგებული ფილები ისევ აყარეს და მის ხელახლა დასაგებად ემზადებიან.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურიის ადმინისტრაციული ცენტრის მთავარ ქუჩებში ტროტუარებზე ერთი და იგივე ფილები მესამეჯერ დაიგება.
ოზურგეთის ვიცე მერი გიორგი ღურჯუმელიძე პირად საუბარში ადასტურებს, რომ გაყვანილობის სისტემების მოწესრიგება დაავიწყდათ, თუმცა ოფიციალურ კომენტარში პასუხებს გაურბის და მომხდარს არც უარყოფს, არც ადასტურებს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ რომ მომხდარი გარდა იმისა რომ დიდ ზარალს აყენებს ადგილობრივ ბიუჯეტს, კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავარ პრობლემას, რომ ტენდერებში მერისა და ძმები თალაკვაძეების მეგობრები იმარჯვებენ, რომლებსაც არც კომპეტენცია აქვთ და არც კვალიფიკაცია.