bbc-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ “ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა” აიღო. დაჯგუფების ინფორმაციით, ტერაქტი პასუხი იყო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის პოლიტიკაზე “თურქეთის ქურთისტანში”. ქურთული დაჯგუფება თურქეთს ახალი თავდასხმებითაც დაემუქრა.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს ანკარას ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი.