ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შვილმა სასწრაფოში თავად დარეკა და უთხრა მამა წაიქცაო – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შვილმა სასწრაფოში თავად დარეკა და უთხრა, რომ მამა წაიქცა. წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....