ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ან პუტინიც ამერიკის აგენტია, ან სასარგებლო იდიოტია, თქვენ აირჩიეთ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ანუ „ოცნებამ“ დღეს რეალურად რა გვითხრა კობახიძის და მდინარაძის პირით:
ომი უკრიანაში ჯერ კიდევ მაშინ იყო დაგგემილი, როცა მიშა ჩამოვიდა და ის წინასწარ გამოაგზავნეს, რათა აქ ხელისუფლება დაემხო და მერე თებერვალში უკარაინაში ომი რომ დაიწყებოდა, მას საქართველო ამ ომში ჩაერთო.
ანუ ეს გეგმა დაგეგმა ისეთმა მძლავრმა ძალამ, რომელსაც მიშა ხომ ემორჩილება, ზელენსკიც ხომ მეორჩილება და, როგორც ირკვევა, პუტინიც მის დაკრულზე დადის, რადგან ომი სწორედ ამ უკანსაკნელმა დაიწყო.
გასაგებია, რომ ამერიკას გულისმხობენ და თან იციან, რომ ამ შესაშური შეთქმულების თეროიაი ბევრს სჯერა ჩვნს ქვყენაშიც, რადგან აქ ხშირად წამიკითხავს მსაგვსი კომეტარები: დიახაც ამერიკას უნდოდა რუსეთის დაშლა და ამიტო წამოიწყო ეს ყველაფერიო, მაგრამ ამ ხალხს მინდა გკითხოთ: ამრიკამ პუტინი როგორ აიძულა მის დაკრულზე ეცეკვა და უკრიანაში შეჭრილიყო? ორი ვარიანტია: ან პუტინიც ამერიკის აგენტია, ან სასარგებლო იდიოტია, ამერიკის გეგმებს ვერ მიხვდა და მისდა უნებურად მაათი საქმე გააკეთა.
თქვენ აირჩიეთ.”

შეგახსენებთ, კობახიძემ და მდინარაძემ განაცხადეს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სპეცოპერაცია იყო და ის აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლება დაემხო.

იტვირთბა....