ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსები ბუდანოვისა და რეზნიკოვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, ქილერი მესამე ქვეყნიდან შემოვიდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურმა რუსების მორიგი გეგმა გაშიფრეს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი მალიუკის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

რუსებმა გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან უკრაინელებმა ფაქტი აღკვეთეს. ასევე ცნობილი ხდება რომ რუსებმა ქილერი უკრაინაში, მესამე ქვეყნის გავლით შეაგზავნეს.

“რუსები უკრაინელი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციაზე აქტიურად მუშაობენ. ეს მეხება არა მარტო მე, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეეცადნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის, კირილ ბუდანოვისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის ლიკვიდაციას. მტერმა უკრაინაში დავალების შემსრულებელიც კი გამოაგზავნა. აქტიურად იყენებდნენ თავიან აგენტურულ ქსელებს. იმიტაციაც კი გაითამაშეს. ფულიც კი გადაიხადეს. 100 ათასი დოლარი. ქილერი უკრაინაში მესამე ქვეყნიდან შემოვიდა. მსგავსი გეგმები რუსებს ერთი და ორი კი არა, ათობით აქვთ შემუშავებული.

ვიცით, რომ რუსებს ძალიან დიდი სია ჰქონდათ იმ ადამიანების რომელთა ლიკვიდაციაც სურდათ. ომის დაწყების დროს ამ ადამიანების განეიტრალება და ლიკვიდაცია ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.” ამბობს მალიუკი.

მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ქილერი აგვისტოში დააკავა.

იტვირთბა....