ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 99 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
ტანკი – 3 002 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 5 979 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 972 ერთეული [+12]
MLRS – 412 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 282 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 267 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 688 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 608 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

347 თვითმფრინავი
186 ვერტმფრენი
2 689 უპილოტო საფრენი აპარატი
398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 168 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 693 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 674 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს

იტვირთბა....