უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონსა და ზაპოროჟიეში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას.
„განადგურდა 8 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკა, ზუსტდება ინფორმაცია ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ“, – აცხადებენ გენშტაბში.