ახალი ამბები მთავარი

საქართველო 21 მილიონ ევროდ სამ შვეულმფრენს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საჰაერო ძალებს “H145”-ის მოდელის მრავალფუნქციური სამი ახალი შვეულმფრენი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე სამძებრო და სამაშველო ფუნქციები შეემატება.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.

“H145” წარმოადგენს “Airbus”-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები,” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....