წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიწერილი წერილის კომენტირებისას „ინტერპრენიუსთან“ განაცხადა.
“ღიმილისმომგვერია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, [არჩევნებთან დაკავშირებით] გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. კონკრეტულად წერილთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მინიმუმ, 6 დღის განმავლობაში და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ საჯარო სივრცეში მედიასთან, მათ შორის, თქვენთან. არაფერი განსხვავებული არ წერია. აქ არაფერი არ იყო გასაკვირი და ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, დღეს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით რატომ ცდილობს, მით უფრო, როდესაც უშუალოდ წერილთან დაკავშირებით 5-6 დღის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია“ – განაცხადა მელიამ.