რუსეთმა ოდესა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, აგრესორი რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
“რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე. არის მსხვერპლი და დაშავებულები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საცხოვრებელი კორპუსები”, – განაცხადა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
ზოგიერთი ცნობით, რაკეტა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩავარდა.