ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის წამება რუსეთის ერთადერთი წარმატებაა, რომელიც მათ ბოლო პერიოდში აქვთ – მარგველაშვილი

[su_quote]
რუსულ აგრესიულ და დამპყრობელ სახელმწიფოს ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით, იმ ფონზე, რომ ისინი უკრაინაში სრულიად მარცხდებიან, აქვს საქართველო და სააკაშვილის წამება ქართული სახელმწიფოს მიერ. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის სურვილი, არამედ, სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის ერთადერთი წარმატება, რომელიც მათ აქვთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ჩვენ ჩვენს პრეზიდენტს წამებით ვკლავთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ის ბიოგრაფია გვაქვს, როდესაც ზვიად გამსახურდია ძალადობრივად იქნა მოკვდინებული საქართველოში. თუნდაც შევარდნაძის მიმართ, რომელიც იყო ბოლო წლებშ მუდმივი განკიცხვის ობიექტი. ახლა პირდაპირ ეთერში რომ აწამებენ ქვეყნის ორჯერ პრეზიდენტს და ორჯერ მთავარსარდალს, მე არ ვიცი რანაიარად გავიმართლებთ ამაზე თავს , ვინმეს წინაშე კი არა, საკუთარი თავის წინაშე. რატომ ვაკეთებთ ასე? მერე რას შევაჯამებთ? მარტივად, ასე, არა პოლიტიკურად, არა ექსპერტულად, არამედ ჩვენთანვე სახლში, ჩვენი ოჯახის წევრებთან, ოჯახის ირგვლივ, სადილთან, რას ვეტყვით ჩვენ ერთმანეთს? რატომ ვკლავთ იმათ, ვისაც ვირჩევთ?[/su_quote]

– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....