თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადენლებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს.
გზის სავალ ნაწილზე ამ დრომდე ათობით კარავია განთავსებული – ცნობილია, რომ ამ სახით პროტესტი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. შემდგომი სამომავლო გეგმა კი, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.
წინააღმდეგობის მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ, დღეს საღამოს 7 საათიდან გახდება ცნობილი. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსახლეობას თსუ-სთან მისვლისკენ მოუწოდეს:
“ვთხოვთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. 7 საათზე, გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრნი მოვდეთ ამ ადგილზე” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
პროტესტი კი, რომელიც გუშინ, საღამოს 8 საათზე დაიწყო ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ღამე თსუ-ის პირველ კორპუსთან გაათენეს.