პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი ს ცნობით:
კვლავინდებურად ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთად უჰლედარ-ბახმუტი-სოლედარის მიმართულება რჩება! თუმცა, უჰლედარისკენ შეტევა ურდოს არ გამოსდის; ავდეევკის აღებას შეაწირეს ათასობის ურდოსი და მიხვდნენ, რომ ვერ იღებენ და ტემპებს დაუკლეს; მარიინკაში ისევ პოზიციური ბრძოლებია ცენტრში; უშუალოდ ბახმუტში ჩვენებს დამყარებული აქვთ 100%-იანი კონტროლი, ხოლო შემოგარენისთვის ბრძოლებში ჩვენებმა ურდოს შეტევის საპასუხოდ განახორციელეს საპასუხო კონტრშეტევები და 500-700 მეტრით უკუაგდეს მტერი; სოლედარის მიმართულებაზეც იაკოვლიკას კი აცხადებდნენ ურდოს ვაენკორები, ავიღეთო, მაგრამ მოხვდათ კეფაში – ჩვენები აჯონტროლებენ ისევ ნახევარს და მიდის ბრძოლები დანარჩენი ტერიტორიისთვის!
სვატოვო-კრემენაზე ძირითადად ჩვენების შეტევები მიდის, მაგრამ თბილი ამინდების გამო წინსვლა შენელებულია!
ზაპოროჟიეში, მელიტოპოლში დაუბაბანეს ჩვენმა პარტიზანებმა გუშინ ღამე ურდოს! საკობზონეები დილიდან ჩაზუსტდება!
ყირიმის შესასვლეთან გაუმარსის რაკეტა მიეწია ურდოს კოლონას! აქედანაც გასწევს პაჩკა-პაჩკა ურდოსები კობზონის კონცერტზე!
ხვალ, მაქსიმუმ ზეგ კობზონიადა 100 ათასიან მაჩვენებელზეც გავა და მეორე ასეულის ჩოთქვას დაიწყებს!
გუშინ კიდო ჩვენებმა დაამიწეს ურდოს ორი ვერტმფრენი სტინგერით და იგლათი! მაგადანოს ოლქში თავისითაც!!! ჩამოვარდა მორიგი ვერტმფრენი!
პუტლერი სამი წლის მანძილზე პირველად ჩაადგა ლუკაშას მინსკში! აბა შაშინებული ლუკაშა ვერ ჩაიყვანეს მოსკოვში! ეს ვიზიტი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ბელარუსის მხრიდან დაიწყება მორიგი შეტევა იანვარში კიევზე და მასში ბელარუსის ძალებიც ჩაერთვებიან! ლუკაშამ იკლაკნა გუშინ, არაო, ისაო ესაო, ათას ამბავს მიდხ მოედო თვითონაც და პუტლერიც, მარა ბელარუსისთვის გაზის ფასის შესათანხმებლად არ ჩავიდოდა პუტლერი და არც ერთობლივი თავდაცვითი სივრცის შექმნაზე სალაპარაკოდ! კარგა ხანია ისედაც არის ლუკაშა ამ სივრცის ნაწილი!
ლუკაშამ მთავარი აღიარება კი გააკეთა, მე და პუტინი ვართ თანააგრესორები და ყველაზე ტოქსიკურები მსოფლიოშიო, ოღონდო პუტინი ამბობს, რომ ეგ უფრო აგრესორია, ვიდრე მეო! კაი ჯანდაბას იყოს ეგრეო! დიდი მამაძაღლი ვინმეა ლუკაშა! გლახაობს მაინც რაცხას!
ლუკაშას სიყვარულით რო იზამდა ცხადია და პუტლერი ღამე სახლში, ანუ თავის ბუნკერში არ დაბრუნდა. ღამის გასათევად ლუკაშასთან დარჩა. ორი მანიაკი, მარაზმატიკი ტერორისტი მაინც წარსდგება სასამართლოს წინაშე, წყვილში თუ ცალ-ცალკე!
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, მომავალ წელს ჩვენი შეიარაღებული ძალები შევლენ დონეცკშიც, ლუჰანსკშიც და ყირიმშიცო! მურაბა და თაფლი შენს ბაგეებს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია დიდი გრუხუნით ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს