19 წლის ნიკა ოსაძე აგარის პოლიციის უფროსს, სოსო გელაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.
ნიკა ამბობს, რომ გელაშვილმა 17 დეკემბერს სხვა პოლიცილებთან ერთად მასზე ფიზიკურად იძალადა.
“მანაქანაში ჩამსვა, პოლიციაში გადამიყვანა და სხვა პირებთან ერთად მცემა. გამასამართლეს ადმინისტრაციული მუხლით და დამაკისრეს ჯარიმა 3500 ლარი”, – ამბობს ნიკა ოსაძე.
ახალგაზრდა მამაკაცმა მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.