ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.

„თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, ლიმიტი, რომელიც რეგულაციების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს. ამასთან, დანილოვის ინფორმაციით, რუსებს მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები აქვთ თავიანთ არსენალში.

იტვირთბა....