უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 98 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
ტანკი – 2 988 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 969 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 1 953 ერთეული [+5]
MLRS – 410 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 657 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 592 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 175 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
344 თვითმფრინავი
184 ვერტმფრენი
2 676 უპილოტო საფრენი აპარატი
398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 650 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.