მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, 22 დეკემბრის სასმართლო პროცესისათვის ჩვენებას მისცემენ ტოქსილოლოგი დევიდ სმიტი, ასევე გოლდ სმიტი და კიდევ ერთი ქართველი ექიმი.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 14 დეკემბრამდე გადაღებულ კადრებს.
„არ მინდა, მოვლენებს წინ გავსუწრო, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნალოვანი მასალა უნდა იყოს. მთავარია ეს კადრები გადმოგვცენ” , – განაცხადა ადვოკატმა.
მანვე დაამატა: „მესმის, რთულია, თუმცა მომაკვდავი ადამიანი გვყავს ხელში და სანამ ტრაგედია დატრიალებულა, დროზე უნდა ვიმოქმედოთ” .