ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რთული ქიმიური ან რადიაქტიური ნივთიერებებითაა მოწამლული.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტი აცხადებს, რომ ექვსი დასახელების მძიმე მეტალი ნეიროტოკსიკურია და ნერვულ სისტემას ანადგურებს.
ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს სჭირდება დეტოკსიკაცია, რაც საქართველოში შეუძლებელია.