ბათუმში “ვოქსის” ცათამბრჯენი ხანძარმა სრულად გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი ტექნიკა არ ჰქონდათ.
“ფიზიკურად ვერაფერი შეძლეს, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკა. საერთოდ ვერ მიაღწიეს ხანძღის კერამდე. შეიძლება ითქვას, რომ რესტორანი ვოქსი მთლიანად ჩაიწვა. რაც მოახერხეს მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად, იყო ის, რომ ახალი ხანძრის კერა არ გაჩენილიყო”- აცხადებს ადგილობრივი.
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში ხანძარი გვიან ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე გაჩნდა.
ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.