რადიკალმა ისლამისტმა მებრძოლებმა კვირას აიღეს კონტრტერორისტული ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ბანუს რაიონში და მძევლები აიყვანეს სამთავრობო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„გაურკვეველია, ტერორისტები თავს დაესხნენ გარედან, თუ მათ წაართვეს საბრძოლო მასალა თანამშრომლებს შიგნით“- განუცხადა ბანუს პოლიციის სპიკერმა მუჰამედ ნასიბმა Reuters-ს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში დაახლოებით 15 ისლამისტი იმყოფება. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ გადასვლა სურთ პაკისტანის მეზობელ ავღანეთში, რომელსაც თალიბები მართავენ.