ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
ირკვევა, რომ, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა – საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 7 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136.
უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.