ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

4 ქართველი მოსწავლე ინოვაციური პროექტით NASA-ს ეწვევა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” ფინალი 2016 წლის 12 თებერვალს გამართა. ამ კონკურსში მონაწილეობდა 48 სკოლა. მეორე ეტაპზე გადავიდა 36 გუნდი. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა. პირველ და მესამე ადგილზე გასული გუნდების წევრები სერვანტესის სახელობის გიმნაზიის AIA GESS-ის მოსწავლეები არიან. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ.

წარმოგიდგენთ პირველ ადგილზე გასულ გუნდის, „სოლარის“  წევრებს: ვახტანგ კონტრიძე, გიორგი ნიორაძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე. ისინი მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში, რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 – 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.

როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, გიორგი ნიორაძე ამბობს,  მათი პროექტი მზის ელემენტების მარგი კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგიაა.  გიორგი იმედოვნებს, რომ ნასაში წასვლამდე კიდევ უფრო დახვეწავენ პროექტს და იქ წასვლის შემთხვევაშიც აიღებენ საპრიზო ადგილს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. გუნდი საერთაშორისო სამიტზე მიირებს მონაწილეობას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსით შარშანაც რამდენიმე მოსწავლეს გაეხსნა გზა. ამ კონკურსით აისახება საქართველოს და აშშ-ს თანამშრომლობა. პროგრამა ახდენს ახალგაზრდების წახალისებას, რათა მათ თავიანთი კრეატიულობა გამოიყენონ.

კონკურსს, რომელსაც აშშ-ს საელჩო აფინანებს, მიზნად აქვს წაახალისოს ინოვაციური გამოგონებები.

იტვირთბა....