ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის სალანგის გვირაბში, საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, 32 კი მძიმედ დაშავდა.
პარვანის პროვინციის სპიკერმა, საიდ ჰიმატულა შამიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილის ამოცნობა დამწვრობების გამო ვერ შეძლეს. ნანგრევებში კი ამ დრომდე იმყოფებიან დაშავებულები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. შამის თქმითვე, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.