ამ დრომდე უცობია, თუ რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი ბათუმის რესტორანში, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულს იკავებს
ამ დროისთვის ბათუმში ტბელ აბუსერიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთა კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია. 21-სართულიანი შენობა კვლავ ცარიელია.
ირკვევა, რომ რესტორნის მფლობელი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, არის “ქართული ოცნების” დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხვიჩა შარაშიძეა. ის “მთავარ არხთან” ყვება, რომ დაახლოებით 1 თვის წინ რესტორანი რუსეთის მოქალაქეებზე გააქირავა. შარაშიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეები რესტორნში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ და სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის დროს ხელოსნები შენობაში იმყოფებოდნენ,
“დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ რუსები არიან. იქ იყვენენ ადგილზე ხანძარი რომ გაჩნდა, როგორც ჩვენ ვიცით. გამოძიება მიდის და დაადგენს[რამ გამოიწვია] არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა” ,-
შეგახსენებთ, რომ ხანძარი დაახლოებით, ღამის 12 საათზე გაჩნდა და რესტორანი 3 საათის განმავლობაში იწვოდა. 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ადგილზე მთელი ღამის განავლობაში მუშაობდა. რესტორნის ტერიტორია მტლიანად დაიწვა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.