ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის მოსანახლებლად თბილისში მოდის. მეუფე გრიგოლი აპირებს, საკუთარი თვალით ნახოს, რა მდგომარეობაშია ახლა მესამე პრეზიდენტი.
სასულიერო პირი ამბობს, რომ თუ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა, დანაშაულის უკა მდგომი პირის დადგენა მარტივი იქნება. ფოქთის მიტროპოლიტმა, ფაქტობრივად, გამოძიების აუცილებლობაზე მიანიშნა.
“ვგეგმავ მომავალ კვირაში, ახლა ახალი კვირა რომ იქნება, პატიმრების მონახულებას, მათ შორის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის. ალბათ რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩემთვის. მე ვისურვებდი, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს. რა თქმა უნდა, სიკვდილი ამ წუთისოფელში ერთგვარი ბუნებრივი მოვლენაც არის, ყველანი წავალტ, მაგრამ არავის ვურჩევდ, რომ ეს მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ამას ღმერთი განაგებს. იმ შემთხვევაში თუ ის მოწამლეს, საიდანაც შეიძლება ეს მოდიოდეს, იმათთვის, პრაქტიკულად შეუღწეველი ადგილი არ არსებობს, სულ არ არის გასაკვირი ნებისმიერ ადგილას შეაღწიონ და მათთვის არასასურველი პიროვნება მოსპონ, – თქვა სასულიერო პირმა.