ახალი ამბები პოლიტიკა

მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ…ყოველი ამოსუნთქვა,მოქმედება კონტროლის ქვეშაა და მიდის ტრანსლაცია – გიული ალასანია

ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტიურად მიდის ტრანსლაცია ამის – განაცხადა დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივა მედის” დატოვების შემდეგ.

მისი თქმით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება არის სიკვდილით დასჯა.

“კადრების გამოქვეყნება, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის. ფაქტობრივად, მიმდინარეობს მკვლელობა ადამაინის. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტიურად მიდის ტრანსლაცია ამის ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი საერთოდ, ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ? ეს არის სიკვდილით დასჯა, [სიკვდილი] მისჯილი ადამიანია,” – თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

იტვირთბა....