ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

დღეს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ივანიშვილის სახლთან აქციას გამართავენ

დღეს 15:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართება – აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.გამაფრთხილებელი პროტესტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება.

“დღეს მივალთ მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ვეტყვით კონკრეტულ გზავნილს, რომ მას არ მოვაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს… ქვეყნის მესამე პრეზიდნეტის გადარჩენისა და თავისუფლებსი საკითხში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები და კონსოლიდირება უნდა შეგვეძლოს, თორემ ნებსიმიერი პოლიტიკური პროცესი დაგვრჩება გვერდით, ქვეყნსი მესამე პრეზიდენტს მოგვიკლავენ”,- ამბობს გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, გუშინ მსგავსი აქცია სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გაიმართა.

იტვირთბა....