ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

მოწმეების დაკითხვისა და ყოველგვარი პროცესების გარეშე შეუძლია პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს – უფლებადამცველი 

კლინიკა “ვივამედში” ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იმყოფება. დღეს კი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე პრეზიდნეტის გუშინდელ გადაცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას უწყობს ხელს სააკაშვილის საკითხია.

უფლებადამცველმა დღეს მიხეილ სააკაშვილის 22 დეკემბრის სასამართლოზეც ისაუბრა.

“22-ში გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც დაიკითხება ქართველი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექსპერტი, ბატონი დევიდ გოლდ სმიტი, სხვა პროცედურები 22-მდე ფიზიკურად ვერ მორჩება. აქედან გამომდინარე პრეზიდენტს შეუძლია, ყოველგვარი მოწმეების დაკითხვის გარეშე, ყოველგვარი ამ პროცესების გამართვის გარეშე, [ ეს პროცესები გვინდა, არ გვინდა დროში გაწერილია, რაც უნდა შევეცადოთ, რაღაც დრო სჭირდება, თუმცა ვცდილობთ, შემჭიროებულ ვადებში მოხდეს] ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. განაჩენი გამამტყუნებელი 2 გამოტანილი და ამ განაჩენებზე შეუძლია, შეწყალების აქტი გამოიტანოს”,– ამბობს ხაჭაპურიძე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის პირადი მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი მივიდა, მაგრამ მან ტრადიციისამებრ “მთავარი არხის” კითხვებს პასუხები არ გასცა.

შეგახსენებთ, გუშინ დიპლომატებთან შეხვედრის დროს საქართელოს პრეზიდენტმა თქვა,რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია, დასრულდეს სპეკულაციები მესამე პრეზიდენტის გარშემო. ზურაბშვილი 22 დეკემბერს სასამართლო პროცესს ელოდება და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. მესამე პრეზინედტის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.

იტვირთბა....