კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში თბომომარაგება სრულად აღდგა. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს.
“ბოლო დაბომბვების შემდეგ ქალაქი ყველა სერვისის მუშაობას უბრუნდება. კერძოდ, სრულად აღდგენილია თბომომარაგების სისტემის მუშაობა”, – წერს კლიჩკო.
16 დეკემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
შაბათს დილით კიევში მუშაობა განაახლა მეტრო და დაბრუნდა წყლის მომარაგება. თუმცაღა კიეველების მესამედ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. საღამოს კი თბომამარეგაბ კიევის 75%-ს აღუდგა.