ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“საზარბაზნე ხორცს არ იშურებს ურდო და ასე ეპყრობა თავის მკვდრებს” – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“#BუკაDეილიNიუსის თანახმად:
ფრონტის ხაზზე ვითარება პრაქტიკულად უცვლელია! ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება ავდიივკა – ბახმუტი – სოლედარის მიმართულება! საინტერესოა რომ უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით ავდეევკაზე ბოლო 24 საათში შეტევის ინტენსივობამ იკლო! ბახმუტის აღმოსავლეთ შემოგარენში რამდენიმე კვარტალში შემოჭრის შემდეგ ჩვენებმა კონტრდარტყმები განაცორციელეს და უკუაგდეს ურდო ძველ პოზიციებზე! უფრო მეტიც, ცოტა წინაც წაიწიეს მტრის სანგრებამდე ჩვენებმა და სასტიკი სურათი დახვდათ! უამრავი მოკლული რუსი – ზოგი იმ დილის, ზოგი რამდენიმე დღის! საზარბაზნე ხორცს არ იშურებს ურდო და ასე ეპყრობა თავის მკვდრებს! ჩვენებმა უკვე იციან ხოლმე, მტრის მხარეს კრემაციის მანქანები რო გამოჩნდება, ესეიგი ის დღეები კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ჰქონდა ურდოს!
პუტლერი მისულა საგანგებო საიდუმლო მართვის ცენტრში იმ დღეს, როდესაც ურდომ 76 რაკეტა ისროლა ჩვენების მიმართულებით! საერთაშორისო ომის ინსტიტუტის შეფასებით, ეს იყო დემონსტრირება, რომ პუტლერი პირადად საქმის კურსშია ომის მიმდინარეობის და ის აძლევს დავალებებს და ისმენს პატაკებს სამხედრო ხელმძღვანელობისგან! არის ასევე სხვა ვერსიაც: შიდა დაპირისპირება მწვავდება მაგრად პრიგოჟინს და შოიგუ/გერასიმოვს შორის! გენერლები მოთქვამენ, ბახმუტზე უაზროდ დიდი მსხვერპლია და სამხედრო თვალსაზრისით არ ღირს ეგ მონაკვეთი მაგადო! აქეთ პრიგოჟინის ფრთამ მოსცხო ლუგანდონიის ვითომ არმიებს, მაგათი ნატამალი არ არის ბახმუტის მიმართულებაზე და ტყუილა ნურაფერს იბრალებენო! ისე, პრიგოჟინიც სულ აქებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ოპიტნოესთან მაგათმა ბრძოლა გამართეს, ისტორიას არ ახსოვსო! ჰოდა, პუტლერმაც ახლა შიდა სვლა გააკეთა! ასე რომ შევხედავთ, უახლოეეს დღეებში როგორ წავა ბრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე!
სვატოვო კრემენაზე რთულად, მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც მიიწევენ ჩვენები წინ! უბრალოდ ეს დღეები პლიუსებში იყო ტემპერატურა და ძალიან მძიმეა ასეთ ვითარებაში მძიმე ტექნიკით წინსვლა!
ზაპოროჟიეში პოზიციური ბრძოლებია და პარალელურად მუშაობენ ჩვენი პარტიზანები და დივერსიული ჯგუფები!
ხერსონში ძალიან უმატეს არტილერიულ დაბომბვებს ამ ნაძირლებმა (ცალკეული ექსპერტების აზრით, ხერსონის და ქალაქ დონეცკის არტილერიური დაბომბვები პირდაპირპროპორციულია)! გაჩნდა ცნობა კახოვკიდან და ნოვა კახოვკიდან ურდოს გარკვეული ნაწილის ქვემო სეროგოზებში გაყვამის შესახებ. შეიძლება ეს იყოს როტაციის მიზნით. თუმცა შეიძლება მორიგი “კეთილი ნების” გამოხატვა უწევს ურდოს! აქ არტილერიული დუელი სერიოზულად მიდის, ანუ ჩვენებიც კაი მჭიდროდ უბათქუნებენ!
სი აი ეის შეფი ბილ ბერნსი კვლავ ირწმუნება, რომ პუტლერის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი მინიმალურია! კი ბაქიბუქობენ, მაგრამ არაა მაგის გამკეთებელიო!
ამასობაში გერმანიის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, პუტინი პირადად აგებს პასუხს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის!
გავლენიანი იურისტები ირწმუნებიან, რომ ტელევიზიითაც კი საკმარისი აქვს ნათქვამი პუტლერს, რომ ჰააგაში საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს! თუ მიაღწია მანამდე, კი ბატონო!
თანაც მარტო ნამდვილად არ იქნება! აი მანდ კი საბოლოო გაიხარებს ანწუხელიძის და ყველა გმირი ქართველი მეომროს სული! ამ დღეებში მაგრად აძგერა შუბი რუსეთს ჰააგის სასამართლომ, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანა! და ეგ საქმე ჩვენს გმირ ბიჭებს მიყავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად უკრაინაში!
ერთი ბოლო ნიუსიც “სანქციები არ მუშაობს” სერიიდან: მას მერე რაც სიმენსი გავიდა რუსეთიდან, ურდოს ტურბინების მთავარი საწარმო დადგა, ტექნოლოგიები არ გვაქვს და ვერ ვამზადებთო! ასე მიყვება ერთი მეორეს დარგები და ბოლო ბოლო ჩამოინგრევა ეგ ბოროტების იმპერია!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....