ახალი ამბები უკრაინის ომი

რუსეთის ფედერაციის დივიზიები ტყვედ ბარდებიან – უკრაინის დაზვერვა

1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება, გამოიყენა უკრაინის სახელმწიფო პროექტის „მე მინდა ვიცხოვრო“ საინფორმაციო რესურსები, რაც ოკუპანტებს დანებების შესაძლებლობას აძლევს – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.

იუსოვის თქმით, ყოველდღიურად100-ზე მეტი ადამიანი უკავშირდება პროექტის ცხელ ხაზს, ჩატბოტისა და სხვა კონტაქტების საშუალებით.

„შედეგები მნიშვნელოვანია, ეხება როგორც ცალკეულ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩაბარდნენ, ასევე მთელ დივიზიებს და და ოფიცრებსაც. თუმცა ყველაზე აქტიურები, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მობილიზებულები არიან. ეს ის ხალხია, ვისაც საერთოდ არ ესმის, რისთვის არიან უკრაინაში“, – განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო პროექტი “მე მინდა ვიცხოვრო” შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უსაფრთხოდ ჩაბარებაში.

იტვირთბა....